მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ

    loading...


    მარტივი გამოთვლის საშუალებით შეგიძლიათ გაარკვიოთ, თქვენ და თქვენს პარტნიორს ერთად ცხოვრება გიწერიათ თუ არა. დაბადების თარიღის მიხედვით წყვილის ქორწინებასა და სიყვარულში შეთავსებას ადვილად გამოთვლით.

    ნუმეროლოგიამ ხალხის ცხოვრება გაამარტივა. მარტივი გამოთვლით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მომავლის შესახებ, სიმდიდრე და წარმატება მოვიზიდოთ და სხვა ადამიანებთან თავსებადობაზეგავიგოთ. ხშირად შეყვარებული წყვილი თანაცხოვრებით მხოლოდ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში არიან ბედნიერები, მაგრამ დროთა განმავლობაში გრძნობები ნელდება და სიყვარულს მხოლოდ გაღიზიანება და ერთმანეთის აუტანლობა ცვლის. იმის გასაგებად, პარტნიორთან მომავალი გაქვთ, თუ ქორწინებაში შეთავსების გამოთვლას გთავაზობთ, ამისთვის კი დაბადების თარიღის ცოდნა დაგჭირდებათ.

    როგორ გამოვთვალოთ შეთავსება ქორწინებაში

    ამ მეთოდის გამოყენება როგორც ოჯახურ წყვილზე, ასევე შეყვარებულებზე შეიძლება. შეთავსების გამოსათვლელად ფურცელზე თქვენი და თქვენი პარტნიორის დაბადების თარიღები დაწერეთ, შემდეგი მარტივი გამოთვლა განახორციელეთ.

    მაგ., თუ ქალი დაბადებულია 14, 03, 1978. ყველა ციფრი დააჯამეთ 1+4+0+3+1+9+7+8=33. გააგრძელეთ მანამდე სანამ ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ, ამ შემთხვევაში 3+3=6.

    ასევე გამოთვალეთ მამაკაცის დაბადების თარიღით, ვთქვათ მისი დაბადების თარიღი არის 22.11.1976. ციფრები დააჯამეთ 2+2+1+1+1+9+7+6=29. ერთნიშნამდე დაიყვანეთ 2+9=11, 1+1=2.

    და ბოლოს წყვილის ციფრები დააჯამეთ, 6+2=8. არ დაგავიწყდეთ, რომ მიღებული რიცხვი უნდა იყოს 1-დან 9-მდე, ამიტომ თუ ჯამი ორნიშნა იქნება, დაჯამება გააგრძელეთ, სანამ რიცხვი ერთნიშნა არ გახდება.

    ასე რომ, თქვენ უკვე მიიღეთ შეთავსების ციფრი. ახლა დროა გაიგოთ მისი მნიშვნელობა, რომლის წყალობითაც განსაზღვრავთ, შეძლებთ თუ არა თქვენ და თქვენი პარტნიორი ქორწინების დიდხანს შენარჩუნებას.

    შეთავსების ციფრების განსაზღვრა

    1 - წარმატებული ურთიერთობა. წყვილში ორივე პარტნიორი ძლიერი პიროვნებები არიან, ერთი მიზანი აქვთ და მისკენ დაბრკოლებების მიუხედავად მიისწრაფვიან. თუმცა ასეთ კავშირს ერთი მნიშვნელოვანი მინუსი აქვს - ზოგჯერ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოჯახში უფროსის ადგილის მოსაპოვებლად ებრძვიან, მაგრამ ამას ღიად არ აკეთებენ. ურთიერთობის გადასარჩენად, ერთ-ერთ პარტნიორს დათმობა მოუწევს, რომ მეორეს ლიდერობის უფლება მისცეს.

    2 - ასეთ ოჯახში მატერიალური ღირებულებები პირველ ადგილას დგას. თუცა ეს კავშირი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, თუ ორივე მეუღლე კმაყოფილია და ერთნაირი პრიორიტეტები აქვთ. შესაძლოა, ქორწინება ანგარებით: ცოლ-ქმარი საქმეებს აერთიანებენ, ან მეორის ხარჯზე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობენ.

    3 - ამ კავშირში ორი თავქარიანი ადამიანი ერთმანეთს დაუკავშირდა, რომელთაც ერთმანეთი არასდროს ბეზრდებათ. არსებობს ალბათობა, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, როცა პარტნიორებმა თავისუფლებით ტკბობა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს და ახლა ცდილობენ დაკარგული დროის ანაზღაურებას. მეუღლეებს უნდობლობის ნიადაგზე ხშირად აქვთ კონფლიქტები, მაგრამ თუ ორივე ერთგულებას შეინარჩუნებს, ქორწინება ბედნიერი იქნება.

    4 - ოთხიანი შეყვარებულებს მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას ჰპირდება, სადაც კონფლიქტებსა და უნდობლობას ადგილი არ ექნება. შესაძლოა, ორივე პარტნიორი - მონოგამია, რომელთაც გვერდით სხვა ადამიანი ვერ წარმოუდგენიათ. ცხოვრების განმავლობაში ცოლ-ქმარი გრძნობის შენარჩუნებას ცდილობს და ერთმანეთს ზრუნვით ავსებენ. განშორების ალბათობა ძალიან მცირეა.

    5 - ცოლ-ქმარი ერთმანეთს იდეალურად უხდება. ხუთიანი პარტნიორებს ხანგრძლივ ერთობლივ ცხოვრებას და წლების განმავლობაში ჩაუქრობელ გრძნობებს ჰპირდება. ასეთი კავშირის დროს შეყვარებულებს სიტყვები არ სჭირდებათ, რომ გრძნობების შესახებ ისაუბრონ ან განცდები გაუზიარონ, რადგან ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ასეთი იდეალური სიყვარულის კავშირის შექმნა რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში პარტნიორებს დიდი ძალისხმევის გაწევა არ უწევთ.

    6 - ასეთი კავშირის დროს ცოლ-ქმარი უფრო საუკეთესო მეგობრები იქნებიან, ვიდრე შეყვარებულები. ჩვეულებრივ ეს კავშირი მხოლოდ ერთობლივ ინტერესებს ან საერთო საქმეს ეყრდნობა, მაგრამ თუ წყვილს საერთო არ ექნებათ, ქორწინება განშორებით დასრულდება. ურთიერთობის შენარჩუნებას მოახერხებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ოჯახის შენარჩუნებას ბავშვების გამო ან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამო გადაწყვეტენ. ხშირ შემთხვევაში ამას კარგი შედეგი არ მოაქვს, რადგან ერთ-ერთმა მათგანმა შეიძლება სიყვარული სხვაგან გააჩაღოს.

    7 - ამ წყვილს აქვს ყველაფერი, რაც ჰარმონიული კავშირისთვის არის აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ ძლიერი გრძნობები აქვთ, ამის გაჟღერებას არ ჩქარობენ. „ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“ - ოჯახური კრედო არის. ურთიერთობას სხვების შურის საგნად არ აქცევენ და ასე მთელ ცხოვრებას ერთად ატარებენ და არ ეშინიათ, რომ სხვები მათი სიყვარულის ბუდის დანგრევას გადაწყვეტენ.

    8 - კარმული ურთიერთობის დიდი ალბათობა არის. ასეთი კავშირის დროს შეყვარებულები ერთმანეთს მიმართ ძლიერ მიზიდულობას გრძნობენ, ამასთან ხშირად აქვთ უთანხმოება და ხანდახან სიძულვილიც. თუმცა არცერთი მათგანი ერთხელაც არ დაუშვებს ფიქრს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და უფრო პარტნიორის გამოხტომებს აიტანს და „მტკივნეული“ ურთიერთობის გაგრძელებას მოითხოვს. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ქორწინება განშორებით არ სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

    9 - ოჯახის კლასიკური ვარიანტი: ქმარი - ერთადერთი შემოსავლის შემომტანი, ქალი - სახლის დამცველი. ასეთი კავშირის დროს ოჯახური ღირებულებები საკმაოდ მნიშვნელოვანია. პარტნიორებმა საკუთარი მოვალეობები კარგად იციან და მის ხარისხიანად შესრულებაზე არ ზარმაცობენ, რომ საყვარელ ადამიანს იმედი არ გაუუცრუონ. ამის წყალობით, ოჯახში სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს, ამიტომ ასეთი ქორწინება ძალიან მყარი და ბედნიერი იქნება.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...