მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • სექსმონები , მაღალჩინოსანი პოლიციელის პატრონაჟით

    loading...

    რუსული მედია, სოჭში სექსუალური მონების არსებობის შესახებ წერს, - წითელარმიელების ქუჩაზე, სამ წელზე მეტია არსებობს ბორდელი, სადაც გოგონებს სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. მათ დოკუმენტებს ართმევდნენ, ცემდნენ და ფულს ძალავდნენ...

    ამ საქმის "ორგანიზატორი" და ბორდელის მფლობელი, დარია შარლაი და მისი მეგობარი მამაკაცი, პოლიციის პოლკოვნიკი ვიქტორ ბირიუჩენკოა, რომელთაც წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული გოგონას "გაქრობა" ბრალდებათ.

    საროსკიპოს სისტემა ასეთი იყო, - ისინი საგანგებოდ აგროვებდნენ მათ პირად მონაცემებს, მათზე "გადიოდნენ", სხვების საშუალებით იყოლიებდნენ, სთავაზობდნენ სამუშაოს, შემდეგ კი, მუდმივად აშინებდნენ, რათა გაქცევაზე არც ეფიქრათ... "სისტემის" ამ ნაწილს თავად პოლიციის მაღალჩინოსანი აკონტროლებდა, რომელიც "დასაქმებული გოგონების" წამებაში თავად მონაწილეობდა, ჯიუტებს კი, სასტიკად უსწორდებოდა...

     

     

    გასული წლის ზაფხულში, ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა სცადა, - ის მაღაზიაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა, თუმცა, რადგან ფულისა და დოკუმენტები უქონლობის გამო, ქალაქიდან გასვლა ვერ შეძლო... ამასობაში კი, ის "დაწესებულების" ერთ-ერთმა მეპატრონემ, დარია შარლაიმ იპოვა...

    "იყო შემთხვევა, როდესაც მათ ბორდელის ერთ-ერთი დაუმორჩილებელი გოგონა დასასჯელად, სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად, - სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მანქანის საბარგულში ჩასვეს და ქალაქიდან ტყეში გაიყვანეს, სადაც კიდევ ერთხელ სცემეს...

    წყვილს გონებადაკარგული გოგონა, მკვდარი ეგონა, ის ტომრით ტყეში დატოვეს. თუმცა, შემდეგ, "ზედმეტი შარისთვის" თავის ასარიდებლად მობრუნდნენ და მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, რომ ის ცოცხალი იყო... გოგონა, ისევ საბარგულში ჩასვეს და ბინაში მიაბრუნეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში ოთახში ჰყავდათა დამწყვდეული. გოგონას მთელიამ დროის განმავლობაში იატაკზე ეძინა."- წერს BLOGSOCHI.RU..

    გამოცემის თქმით, ბოლო შემთხვევა, ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა, - ასევე გაქცევის მცდელობისას, გოგონას, პოლიციელი და მისი მეგობარი ქალი სასტიკად გაუსწორდნენ და ფინანსური ჯარიმაც დაუწესეს, 900 ათასი რუბლის ოდენობით, რომელიც მას ბანკიდან კრედიტით უნდა აეღო... გოგონამ ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც რამდენიმე დღით გათბობის ბატარეაზე მიაბეს. სწორედ ამ მდგომარეობაში იპოვეს ის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა...

    მას შემდეგ, რაც ისინი დაკითხეს და გაათავისუფლეს, უამრავი ისტორიის შესახებ გახდა ცნობილი, - რამდენიმე გოგონა, რომლებმაც იქიდან გაღწევა შეძლეს, დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, თუმცა, პოლიციის პოლკოვნიკ ვიქტორ ბირიუჩენკოსა და მის მეგობარ დარია შარლაიზე საქმე არ აღძრულა.

    ინტერნეტმომხმარებლების აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებას საქმის გამოძიება და მით უფრო, გახმაურება არ უნდა, -" ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რა ხდება მართლმსაჯულებაში, - მაშინ, როდესაც ქალაქის ცენტრში ასეთი სასტიკი დანაშაული ხდება, - სისტემა "თავისი" ხალხის ინტერესებს ლობირებს..."

    "არავინ იცის, რა ხდება ქალაქის ცენტრში... ჩვენ გვიკვირს, კრიმინალური აფხაზეთის, იქ ადამიანების გაუჩინარების, მაშინ როდესაც, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ საკურორტო ქალაქში ასეთი საშინელება ხდება..." - წერს დანა ანდრეევა.

    კიდევ ერთი ადგილობრივის, ლარისა შახმატოვას თქმით, ეს ყველაფერი არ არის და ასეთივე ბორდელი კიდევ ნაგორნაიას ქუჩასა და მარსკოის ასახვევშიც არსებობს. მის შესახებ ყველამ ყველაფერუი იცის, თუმცა, შესაბამისი უწყებებისგნ რეაგირება არ არის..."- წერს ის.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...