მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • 5 სულელური მითი მამაკაცის სპერმის შესახებ

    loading...
    ველურ პირობებში სიცოცხლე. ქალების ფორუმებზე მოყოლილი ამბები, რომ ისინი სააბაზოდან ან ტუალეტიდან დაორსულდნენ, რადგან მანდ სპერმა იყო - უდიდესი სისულელეა. სპერმატოზოიდს ქალის საშოში საკმაოდ დიდხანს შეუძლია ყოფნა და ოვულაციის ლოდინი. მაგრამ ქალის სხეულის გარეთ სპერმის თესლები, სიცივეზე, სიცხეში, მითუმეტეს ცხელ წყალში წამში კვდებიან.

    მამაკაცის ნაყოფიერება - ეს არ არის მითი. დიახ, მამაკაცებშიც არის ნაყოფიერების ცნება და მათ შეუძლიათ ჯანმრთელი ბავშვების "შექმნა". ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმენდებს: ცხოვრების წესი, კვება, აქტიურობა, ვიტამინების ნაკლებობა, ცუდი ჩვევები, ავადმყოფობა და მაღალი სიცხეც კი. თუ შენ დაბადებიდანვე გასწავლიდნენ, რომ შალის ტრუსი უნდა ჩაიცვა, რათა ერთი ადგილი არ მოგეყინოს, ძალიან ცუდს შვებოდნენ. იმის გადაცხელებამ შეიძლება სპერმის ხარისხი გააფუჭოს.

    არა, სპერმის ყლაპვა - არ არის ჯანსაღი კვების ნაწილი. რა თქმა უნდა სპერმა შეიცავს ცილას, ფრუქტოზას და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მაგალითად ვიტამინებს С და В12-ს. მაგრამ სპერმის ერთ ჯერზე გამოყოფის რაოდენობა - ერთი ჩაის კოვზი გამოდის. სავარაუდოდ, მომავალში არ გამოვა პროტეინები სპერმის გამოყენებით.

    ანანასის უზომოდ ჭამა, სპერმის გემოზე არ მოქმედებს. ჩვენ არ ვიცით, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია, თითქოს ანანასის ჭამის შემდეგ სპერმას გემო ეცვლება. არც ერთი სამეცნიერო გამოკვლევა არ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ხილის ჭამამ შესაძლოა მას გემო შეუცვალოს.

    თუ თქვენ ცდილობთ დაორსულებას, სექსი ყოველდღე არ უნდა გქონდეთ. ზოგიერთი წყვილს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტი და ხშირი სექსი აქვთ, მით მეტი შანსია, რომ ქალი დაორსულდეს. მაგრამ ეაკულატი უნდა დაგროვდეს, სანამ გარეთ გამოვა. ხოლო ხშირი "ვულკანის გამოფრქვევისას" სპერმის რაოდენობა და ხარისხი იკლებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...