მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • 7 რამ, რასაც თქვენი მენსტრუალური სისხლის ფერი ამბობს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ

    loading...

    მენსტრუაცია და მნშივნელოვნად, მენსტრუალური სისხლის თემა, ნელ-ნელა საზოგადოებისათვის არცთუ ისე ტაბუირებული თემა ხდება. იმის ცოდნა, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი მენსტრუალური სისხლის ნორმალური ფერი, დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ბევრი საშიში შემთხვევა. მაგალითად, ღია ვარდისფერი სისხლი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ დაბალი ესტროგენების დონე, რაც შესაძლოა იმის სიგნალი იყოს, რომ მომავალში ოსტეოპოროზი ჩამოგიყალიბდეთ. 

    გაიგეთ, რაზე მეტყველებს თქვენი მენსტრუალური გამონადენის ფერი, მოდით, დავიწყოთ:

    7. მოვარდისფრო ფერი
    როგორც უკვე ვახსენეთ, მოვარდისფრო ფერი ესტროგენების დაბალ დონეზე მეტყველებს, თუ თქვენ მისდევთ სპორტს, შესაძლოა ამითაც იყოს გამოწვეული. თუ მუდმივად ასეთი ფერია, ესე იგი სისხლში რკინის ნაკლებობა გაქვთ და უნდა გაფრთხილდეთ, რომ ანემია არ დაგემართოთ. 

    2. წყლისფერი
    წყლისფერი ანდა ძალიან მქრალი ვარდისფერი გამონადენი როდესაც დიდხანს გრძელდება, მიანიშნებს საკვერცხეების დაავადებებზე, აუცილებლად უნდა გაფრთხილდეთ, რადგან დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს საკვერცხეების კიბო. 

    3. მუქი ყავისფერი
    ასეთი ფერი ძველი სისხლის ნიშანია და ნუ ინერვიულებთ, მაგრამ თუ იგი დიდხანს და ტკივილით გრძელდება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს საკვერცხე მილების ანთებასთან და ჯობს ექიმს მიმართოთ. 

    4. ჯემივით სქელი გამონადენი
    ასეთი გამონადენი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ დაბალი პროგესტერონის და მაღალი ესტროგენების დონე. თუ ეს მცირე ხნით და მცირე რაოდენობით გრძელდება, საშიში არაფერია, მაგრამ თუ დიდი ხნითა და დიდი რაოდენობითაა, თქვენ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ. 

    5. მოწითალო–მონაცრისფრო ერთნაირად
    ეს შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს: პირველი ის, რომ ორსულად ხართ და მეორე, თუ ასე არაა, ინფექცია გაქვთ სქესობრივი კავშირით გამოწვეული, ამიტომ უნდა იმკურნალოთ თქვენც და თქვენმა პარტნიორმაც. 

    6. კოწახურისფერი წითელი
    სწორედ ასეთი ფერი მიიჩნევა ნორმალურად და ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი დაავადება არ გაქვთ. 

    7. სტაფილოსფერი
    ასეთი ფერი, ე.წ. STD/STI ინფექციაზე მიუთითებს და თუ ის დიდხანს გრძელდება, აუცილებელია მიაკითხეთ ექიმს. 


    და ბოლოს, თუ ერთ წელზე მეტია თქვენ არ მისულხართ გინეკოლოგთან, დროა მიღებაზე ჩაეწეროთ, გახსოვდეთ, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია!скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...