მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ჩემი შვი­ლი და ეს არა­კა­ცი ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი – ჩემ შვილს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უყ­ვარ­და და სიყ­ვა­რულ­მა და­ღუ­პა

    loading...
    დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მამა დაიკი­თხბა. მისი თქმით, ბრალ­დე­ბულ ლადო გრი­გა­ლაშ­ვილს და მის შვილს ერ­თმა­ნე­თი 14 წლი­დან უყ­ვარ­დათ. “ჩემი შვი­ლი და ეს არა­კა­ცი ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. 14 წლი­სას შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და გრძელ­დე­ბო­და ალ­ბათ, 7 წელი. ერთი პე­რი­ო­დი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბრალ­დე­ბუ­ლი იყო ძა­ლი­ან მე­ქალ­თა­ნე, ალ­ბათ, ღა­ლა­ტობ­და და ამის გამო და­შორ­და. 2 წლის მერე მი­თხრა, შევ­რიგ­დი­თო. მკვლე­ლო­ბამ­დე ჩემი შვი­ლის­თვის არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია, რომ ვინ­მე­ზე ნა­წყე­ნი ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო… ჩემ შვილს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უყ­ვარ­და. ის სიყ­ვა­რულ­მა და­ღუ­პა”, – გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლის მა­მამ.


    ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მა­მამ გა­იხ­სე­ნა ისიც, თუ რო­გორ შე­ა­ტყო­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი პო­ლი­ცი­ამ და ასე­ვე რო­გორ ეძებ­და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის შვილს ბრალ­დე­ბულ­თან ერ­თად, თუმ­ცა მისი თქმით, „ბრალ­დე­ბულს მის მი­მართ ირო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და და ანას ცხედ­რის ად­გილს ძა­ლით არი­დებ­და“.

    “დი­ლით ცოლ­მა გა­მაღ­ვი­ძა, ანა არ არის სახ­ლშიო და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც აქ არის, ნერ­ვი­უ­ლობ­სო. გვე­გო­ნა, მის და­ქალ­თან იყო. ერ­თად წა­ვე­დით მე და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამა­რი­და იმ ად­გილს, სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს – შო­რი­დან მო­მა­ტა­რა. ირო­ნი­უ­ლად მი­ყუ­რებ­და, მაგ­რამ ცუდს არა­ფერს ვფიქ­რობ­დი. მერე გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე ეს”, – გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

    “გა­მა­ბი­თუ­რა და გზი­სა და კვა­ლის არე­ვას ცდი­ლობ­და. დამ­ნა­შა­ვე არის ეს კაცი და ერთს გთხოვთ – მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯეთ, ცი­ხე­ში უნდა ჩალ­პეს. თუ 20 წელს მი­უს­ჯით, 20 წელი იმის­თვის ვი­ცხოვ­რებ, რომ როცა გა­მო­ვა, მოვ­კლა”, – გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...