მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ბედნიერი ოჯახის უბედური დასასრული – გული მომიკლა ფოტომ, რომელიც გარდაცვლილ ლორა სმიტს აქვს განთავსებული

    loading...
    ბლოგერ ლელა ბაზიერის პოსტი სოციალურ ქსელში.

    “მთელი საქართველო დუშეთში, ხადას ხეობაში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ შეძრა. ერთი ლამაზი და წყნარი ოჯახი, რომელიც საქართველოში უკვე 6 წელია რაც ცხოვრობდა წუთებში განადგურდა. 

    დავინტერესდი ამ ადამიანებით და მათ პირად ფეისბუქ გვერდებს ვესტუმრე, თუმცა დახურული პროფილის გამო ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ შევძელი, სამაგიეროდ გული მომიკლა ფოტომ, რომელიც გარდაცვლილ ლორა სმიტს აქვს განთავსებული, ეს არის მისი პატარა ვაჟი, სული გამეყინა, როდესაც წარმოვიდგინე ეს ანგელოზი როგორ განსაცდელში იყო, როცა მკვლელმა მას შუშის თვალებით შეხედა, ხელის აუკანკალებლად ესროლა და ასე დაახშო მისი ტირილის ხმა.

    სული მეყინება, როცა წარმოვიდგენ შეშინებულ ქალს, უცხო ადგილზე, უცხო ქვეყანაში, რომელიც თავის გადარჩენის მიზნით გარბის, ხევში იჩეხება და კვდება, წარმოვიდგინე რას გრძნობდა საწყალი ქალი, შეშინებული, უსუსური, სრულიად მარტო. წარმოვიდგინე რას გრძნობდა მისი მეუღლე, ოჯახის უფროსი, რომელსაც ასე, უბრალოდ ესროლეს და მოკლეს.

    ასეთი რამის ნახვა და წარმოდგენა მხოლოდ ფილმებში შემეძლო, თუმცა ეს რეალობა ყოფილა, თურმე შეიძლება ხელის აუკანკალებლად ამოწყვიტონ ოჯახი, უგრძნობლად ესროლონ 4 წლის ბიჭუნას, გაქცეული და განსაცდელში ჩავარდნილი ქალი ხევში გადავარდეს და ასე უბედურად დაასრულოს სიცოცხლე. მტკივა, ძალიან მტკივა, ბედნიერი ოჯახის უბედური დასასრული” – წერს ლელა ბაზიერი.



    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...