მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • სათამაშოები, სანთლები და ყვავილები სმიტების ოჯახის ხსოვნისათვის - "მადლობას გიხდით თანადგომისთვის"

    loading...



    ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი ამე­რი­კე­ლი ოჯა­ხის გამო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი გუ­შინ აშშ-ს სა­ელ­ჩოს­თან შე­იკ­რი­ბა. მათ სმი­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებს თა­ნაგ­რძნო­ბა და სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­დეს.

    აშშ-ს სა­ელ­ჩომ „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სმი­ტე­ბის ოჯა­ხის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ მე­მო­რი­ა­ლულ კუ­თხეს­თან ბავ­შვის სა­თა­მა­შო­ე­ბი, სან­თლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი დევს.


    „მად­ლო­ბას გიხ­დით თა­ნად­გო­მი­სათ­ვის. პა­ტივს მი­ვა­გებთ სმი­ტე­ბის ოჯა­ხის ნა­თელ ხსოვ­ნას,” - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

    მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა აშშ-ს ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მაც.

    "შო­კი­რე­ბულ­ნი ვართ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მოვ­თქვამთ ძა­ლი­ან დიდ მწუ­ხა­რე­ბას. ტრა­გი­კუ­ლად მოკ­ლეს ბრა­ი­ან სმი­ტი, მისი მე­უღ­ლე და შვი­ლი. ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბით ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობ­დნენ ხელს. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ერ­თად ვუ­თა­ნაგ­რძნობთ გრდაც­ვლი­ლე­ბის ოჯახს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ. მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რას და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, რომ­ლებ­მაც ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვეს დამ­ნა­შა­ვის და­სა­კა­ვებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ელი­ზა­ბეტ რუთ­მა.

    -0:16








    მკვლე­ლო­ბა ხა­დას ხე­ო­ბა­ში 4 ივ­ლისს მოხ­და. რა­ი­ან და ლორა სმი­ტე­ბი­სა და მათი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ-ა, რო­მე­ლიც შსს-მ უკვე და­ა­კა­ვა.


    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...