მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • "მთვრალი იყო... კარის მეზობელმა ბავშვი დამიჩეხა" - ბათუმში მომხდარი დაჭრის დეტალები

    loading...

    ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე 26 მამაკაცი მეზობელმა დაჭრა,რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულს ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

    როგორც ახალგაზრდა მამაკაცის დედა ელმაზ გოგიტიძე აცხადებს, ურთიერთშელეპარაკება ბავშვის გამო დაიწყო.

    "გიორგი სახლში იჯდა და ხმა რო შემოესმა ბავშვი დაბლა ჩავიდა მეზობლის ბიჭი ყოფილა მთვრალი. ჩემმა შვილმა უთხრა თურმე, ბავშვს რატომ ცემ გიაო და ამოუღია დანა მოარტყა და ბავშვი დამიჩეხა კარის მეზობელმა“ - აცხადებს დაშავებულის დედა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...