მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ბანაობა

    loading...

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ბანაობა უსაფრთხოა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს,  წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება.

    მათივე განმარტებით, წყლის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ხორციელდება და სააგენტოს სპეციელისტები საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, წყლის სინჯებს თვეში ერთხელ იღებენ.

    "მონიტორინგი გრძელდება. სექტემბრის თვის ჩათვლით განხორციელდება კვლევები. კვლევა თვეში ერთხელ ტარდება", - განაცხადეს სააგენტოში. 

    სააგენტოს ცნობით, სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...