მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • "ცრემლები წამოუვიდა ჩემს მეუღლეს, ჩვენი შვილის მკვლელს აფარებს ხელსო... ყელი რომ არ გამოვჭერი ფხაკაძეს, რატომ არ უკვირს?"-ზაზა სარალიძე

    loading...

    ხორავაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, პროკურორმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ზაზა სარალიძე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

    შვილმოკლული მამა აღნიშნავს, რომ მისი გაღიზიანება გამოიწვია ფხაკაძის მხრიდან მოწმე კალანდიას გამართლების მცდელობამ.

    „პირდაპირ ვაგინებდი ბატონ ფხაკაძეს და კიდევ შევაგინებ, როდესაც საშუალება მექნება პირადადაც...

    ცრემლები წამოუვიდა ჩემს მეუღლეს, კიდევ ჩვენი შვილის მკვლელს აფარებს ხელსო. ამან ძალიან გამაღიზიანა და უშვერი სიტყვებით ვაგინე,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ და თქვა, რომ მან ტექსტური შეტყობინება პროკურორს დღესაც მისწერა და ისიც იგივე შინაარსის იყო.

    ვაგინე კი არა, ყელი რომ არ გამოვჭერი, რატომ არ უკვირს, საინტერესოა. სასამართლოზე რომ ვაგინე, ის რატომ არ გაასაჯაროვა. განაჩენი რომ გამოიტანეს და ორივე მკვლელი რომ გაამართლეს და ჩემი შვილის მკვლელი რომ არ არსებობს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

    ზაზა სარალიძემ არჩევანის ეთერში ის ტექსტური შეტყობინებებიც წაიკითხა, რომელიც პროკურორს მისწერა.

    „ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს სიმართლის ლაპარაკი, ბატონო ზვიად! კიდევ ერთხელ გირჩევ, აზრზე მოდი!“ - მისწერა ზაზა სარალიძემ პროკურორს, რასაც მისი თქმით, გინებაც მიაყოლა.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...