მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ვინ არის გოგონა, რომელიც პიკასოს დაჭრის საქმეში ფიგურირებს და რას ედავება ახალგაზრდას გამოძიება

    loading...
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია დააკავა. 

    გამოძიება ჯანჯღავას მომღერლის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, რაც 7- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

    რაც შეეხება თოფურიას, მას დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გაასამართლებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს 2- დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

    სამართალდამცავებმა გოგონები მომღერლის დაჭრიდან მეორე დღეს, სამგორის რაიონში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, თამთა ჯანჟღავამ ირაკლი ნოზაძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. 

    მომღერალი მძიმე მდგომარეობაში, ღუდუშაურის კლნიკაშია მოთავსებული. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...