მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ცხვირის, სახის, თვალის არეში დაზიანებები - ქუთაისში 7 წლის ბიჭი, რომელიც ვერ საუბრობს დღის ცენტრში ცემეს

    loading...


    ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს 7 წლის შშმ ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ. 

    მშობლების თქმით, ცენტრიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.


    შემთხვევა ქუთაისში მდებარე შშმ პირთა ბავშვების დღის ცენტრ ,,თაისში“ დაფიქსირდა.

    დაწესებულებაში მყოფი 7 წლის ბავშვს დაზიანებები ცხვირის, ლოყის, თვალის არეში აღენიშნებოდა. დაზიანებების შესახებ მას შემდეგ გახდა ოჯახისთვის ცნობილი, რაც ბავშვი სახლში მიიყვანეს. ოჯახისთვის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებით მათი ბავშვი არასათანადო პირობებში იმყოფება, ცხვირის, სახის, თვალის არეში დაზიანებები აღენიშნება. საიდან მიადგა ბავშვს აღნიშნული დაზიანებები ოჯახისთვის უცნობია. პატარა ბიჭი ვერ საუბრობს, ხოლო პერსონალის განცხადებით ბავშვი დაეცა. თუ როგორ მიიღო ლოყისა და თვალის მიდაომოებში სილურჯეები , ეს სამართალდამცავი ორგანოების დასადგენია.

    ოჯახის ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი შსს და სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით რამდენიმე საათში მიმართავს.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...