მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • "კრიმინალური პრინცესა" - ე.წ კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც 12 წლის ასაკში დააკავეს (ფოტოები)

    loading...

    25 წლის გვანცა ონიანი მონაკოსა და საბერძნეთში ელიტარული თავყრილობების ხშირი სტუმარი გახლავთ. რუსული მედია მას კრიმინალურ პრინცესად მოიხსენიებს და ყურადღებას ამახვილებს მისი მამის, გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდის“, ტარიელ ონიანის, იგივე „ტაროს“ კრიმინალურ წარსულზე.

    პორტალი SUPER-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენის გატაცებისთვის ტარიელ ონიანი 10 წლიან პატიმრობას იხდის, მისი ქალიშვილის უზრუნველი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა.

    „კრიმინალური პრინცესა კვლავ სასურველი სტუმარია ცნობილი ბიზნესმენების წრეში, მათ ქორწილებში, დაბადების დღეებსა თუ ელიტურ შეკრებებზე. გვანცა მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად მოგზაურობს მთელს მსოფლიოში და მუდმივად ჩადის მამის სამშობლოში - საქართველოში“, - წერს გამოცემა Life.

    SUPER-ის ინფორმაციით კი, გვანცა ონიანი განსაკუთრებით უპირატესობას ანიჭებს ბერძნულ კურორტ მიკონოსსა და ასევე მონაკოში დასვენებას.

    „წლების წინ, არასრულწლოვანმა გვანცა ონიანმა ძლიერი შოკი მიიღო, როდესაც ესპანეთში, ტარიელ ონიანის დაკავების მიზნით მასშტაბური სპეცოპერაცი ჩატარდა. ოპერაციაში 400-ზე მეტი პოლიციელი, ჯავშანტრანსპორტიორები და ვერტფრენები მონაწილეობდნენ. ტარიელ ონიანი ოჯახთან ერთად ევროპაში საცხოვრებლად 90-იან წლებში გადავიდა. ჯერ საფრანგეთში დასახლდა, თუმცა მას შემდეგ, რაც იქ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს, საცხოვრებლად ესპანეთს მიაშურა. 2005 წელს კი ესპანეთის სპეცსამსახურებმა მისი დაკავების მიზნით უპრეცენდენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარეს“, - წერს რუსული პრესა.

    ცნობილია, რომ მაშინ სპეცოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ტარიელ ონიანის მიერ კონტროლირებად 50-ზე მეტ ლოკაციაზე, მათ შორის მარბელში, ბარსელონასა და ალიკანტეში. თავად „ტარომ“ გაქცევა მოახერხა, მაგრამ ესპანეთის სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს მისი 12 წლის ქალიშვილი გვანცა და განაცხადეს, რომ არასრულწლოვანს მაშინვე გაათავისუფლებდნენ, როდესაც ტარიელ ონიანი სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა, თუმცა გვანცას გათავისუფლება ოთხი დღის ვადაში მაინც მოუწიათ. თავად ტარიელ ონიანი ამის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა, 2009 წელს კი ის გამოძალვისა და გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლომ მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, შესაბამისად ქართულ-რუსული მაფიის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი ორენბურგსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიას მომავალ წელს დატოვებს.

    მისი გათავისუფლება არის ყველაზე დიდი ინტრიგა ქურდულ სამყაროში, ვინაიდან სავსებით რეალურია, რომ თავისუფლებაზე მყოფმა ტარიელ ონიანმა საკუთარი გავლენების დაბრუნებასა და ნომერ პირველ „კანონიერ ქურდობაზე“ პრეტენზია გამოაცხადოს. 






    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...