მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • მამუკა ბახტაძის მამიდაშვილი სააფთიაქო ნარკოდანაშაულის სკანდალი

    loading...


    „ქართული ოცნებაში“ მოსალოდნელი მორიგი სკანდალი კვლავ ჯერ არ დამტკიცებულ პრემიერ-მინისტრის სახელს უკავშირდება. მამუკა ბახტაძე ახლა ორცეცხლშუა იწვის. მოარული ხმებით, იგი ორგანულად ვერ იტანს დავით სერგეენკოს და, შესაბამისად, მას არ მოიაზრებს ახალ მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრად. თუმცა, ბახტაძემ, ისევე როგორც ყველამ, კარგად იცის, რომ სერგეენკო ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი მიღებული და საიმედო პირია. გარისკავს თუ არა ბახტაძე და სერგეენკოს მოშორებით დაუპირისპირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ამას მომავალი გვიჩვენებს. დღეს კი „თაიმერი“ შემოგთავაზებთ იმ დაპირისპირების მიზეზის დეტალებს, რომელსაც ბახტაძესა და სერგეენკოს შორის კარგა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი და ის ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ უკავშირდება.

    არქივიდან: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მოწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულია სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები“,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

    საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებული და გამოვლენილი ორი კომპანიიდან ერთ-ერთი, რომელსაც მაჭარაშვილმა „არამართლზომიერი უპირატესობა“ მიანიჭა, პაატა გურგენიძის კუთვნილება იყო. ერთი წლის წინ, მარტში, როცა ეს ფაქტი მოხდა, მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ არ იყო ფინანსთა მინისტრი (მან ეს პოსტი 18 ნოემბერს დაიკავა). ამდენად, პაატა გურგენიძეს, რომელიც ბახტაძის მამიდაშვილია, ვერანაირად დაიცავდა პატიმრობიდან. მითუმეტეს, ისეთი მძიმე ბრალდებიდან რასაც „სააფთიაქო ნარკომანია“ ქვია, მაგრამ დაკავებულები ერთმანეთში გარიგდნენ, დანაშაული მთლიანად თავის თავზე აიღო მაჭარაშვილმა და გურგენიძე, როგორც 6 შვილის მამა გირაოთი გაათავისუფლეს, თან ისე, რომ „ლაითადაც“ კი არ მოსთხოვეს პასუხი ქვეყანაში არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების შემოტანისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როცა „სააფთიაქო ნარკომანიის“ მსხვერპლებით გადაჭედილი იყო საავადმყოფოები, ისე, როგორც დღეს ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მიმართებაში ხდება.
    გურგენიძემ შეთანხმებისამებრ დაკავებულების ოჯახებს და თავად დაკავებულებს ციხეში (ამანათებს რეგულარულად უგზავნიდა) „მიხედა“ და „უპატრონოდ არ დატოვა“.
    ექვსი თვის შემდეგ, როცა ივანიშვილმა ბახტაძე დაიბარა და უთხრა, რომ ის იყო მომავალი პრემიერი, მის ბიოგრაფიაში შავით თეთრზე ეწერა: „დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით. მაგისტრის ხარისხი მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი“.
    მისი სამუშაო სტაჟი ასე გამოიყურება: „2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, აგრეთვე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.
    მას ჭკუა უნდა ეხმარა და თანამდებობაზე უარი უნდა ეთქვა. მამუკა ბახტაძე პატრიოტი კაცი რომ იყოს და არა „მაღალი სკამის“ სითბოს მოყვარული „ტიპი“, გაიხსენებდა მისი ნათესავების თუ ოჯახის წევრთა „სათავგადასავლო ისტორიებს“, რომ არაფერი ვთქვათ „ცენტრ-პოინტსა“ და 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალებისათვის“ თურმე შემთხვევით გადარიცხულ 20 ათას ლარს. იგი გაიხსენებდა იმასაც, თუ როგორ გადარჩა მაშინ, როდესაც ფინანსთა მინისტრად დანიშნეს რათა ამ ყველაფერს (და კიდევ სხვა რამეს, რომელსაც აუცილებლად გაგაცნობთ) გახმაურება და თავის მოჭრა არ მოჰყოლოდა… და თუ ივანიშვილისათვის არ უნდოდა ეთქვა სიმართლე, უარის თქმის რაღაც მიზეზს მაინც მოძებნიდა და ამით საკუთარ თავსაც და მის „საეჭვო მაქინაციებში“, ალბათ, „უნებურად“ გახვეულ ნათესავებსაც დაიცავდა.
    …და თუ ხვალ მამუკა ბახტაძე იტყვის, რომ მამიდაშვილი არ „დაუკრიშავს“, მაინც არავინ დაიჯერებს.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...