მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • „ამ ქალის სახელს ყვიროდა და შველას ითხოვდა“ - რატომ დატოვა საკუთარი საცხოვრებელი „პიკასოს“ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა

    loading...

    “ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნოზაძის მეგობრებისთვის გუშინ მომხდარი მკვლელობის მცდელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

    რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს, 29 წლის თამთა ჯანჯღავას, ნოზაძის ახობლებს ქალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

    ერთ-ერთი ვერსიით, „პიკასომ“ ბრალდებულის სახელი კლინიკაში შეყვანამდე თქვა.

    „ამ ქალის სახელს ყვიროდა და შველას ითხოვდა, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, ავტომობილმა კი ტერიტორია მაღალი სიჩქარით დატოვა"- აღნიშნა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

    პროდიუსერი ნატო დუმბაძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ დანაშაულში თამთა ჯანჯღავას მონაწილეობის შესახებ ღუდუშაურის კლინიკაში გაიგო, სადაც მომღერალი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

    „მე კი არა, ამ გოგოს შესახებ მისმა უახლოესმა მეგობრებმაც არაფერი იციან, გუშინვე გავრცელდა მისი სახელი, ბიჭებმაც ნახეს ფოტოები, თუმცა არავის ეცნობა. ვერაფერს გეტყვით იმასთან დაკავშირებითაც, ფიგურირებს თუ არა მომხდარში მესამე პირი - მამაკაცი. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ქალის სახელი „პიკასომ“ მეზობლებს უთხრა, რომლებმაც ძალიან იყოჩაღეს, საწრაფოც შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა. მოტივზე საუბარი ყველას უჭირს“ - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ ნატო დუმბაძემ.

    ვერსიებზე საუბარი უჭირს პროდიუსერ კახა მამულაშვილსაც. „მამულიჩას“ თქმით, მეზობლების მონაყოლის თანახმად, ირაკლი ავტომობილში ჩაისვეს, საიდანაც სისხლიანი გადმოვიდა.

    მომღერალს ერთი ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული.

    გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ შემთხვევის ადგილზე ორ გოგონასთან ერთად მამაკაციც იმყოფებოდა, თუმცა ამ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ.

    დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი ჯანჯღავასთან ერთად ცხოვრობდა.

    მეზობლების მათ დადებითად არ ახასიათებენ.

    თამთა ჯანჟღავას საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციელები გვიან ღამემდე იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა გაირკვა, რომ ქალმა მცირეწლოვან შვილებთან ერთად აღნიშნული მისამართიდან გადავიდა.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...