მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • "კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ

    loading...

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძე საქმის გამომძიებელსა და პროკურორს მიმართავს: "როდესაც ორი პირი დავით სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო მიხეილ კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, მაინტერესებს თქვენი შეფასება, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?"

    „გ.მ-ს ჩვენებიდან გვაქვს, რომ კალანდია ცდილობდა მსუქანი ბიჭი დაემორჩილებინა. თქვენი ვერსიით, გ.ბ და გ.ჯ სარალიძეს მრავლობით სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ. ასევე სხვადასხვა მოწმეებით, ა.დ. გ.ჯ 2, ლ.ბ, ასევე თ. ნ, და დ.ღ, ყველა ამბობს, რომ ჩხუბში კალანდია მონაწილეობდა და ის ურტყამდა. არ იციან რას ურტყამდა, ხელში რა ეჭირა. თ.ნ ამბობს, რომ სარალიძე ეჩხუბებოდა გ.ჯ-ს და მ.კ-ს .

    თავისივე ჩვენებით, რომელიც კალანდიას სამჯერ აქვს მიცემული და შემდეგ სასამართლოში ორჯერ, მრავლობით ჭრილობებს აყენებენ გ.ბ და გ.ჯ დავით სარალიძეს და ამ დროს ერთი ხელით უჭირავს სარალიძე კალანდიას და მეორე ხელით ურტყავს.

    არსებობს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, გვყავს ორგანიზატორი, გვყავს წამქეზებელი, გვყავს დამხმარე და აღმასრულებელი, გვაქვს განზრახვა. ეს პირი ხედავს როგორ ურტყამს ერთი დანას, მეორე დანას, ამ დროს უჭირავს ხელში და ურტყამს მუშტს. ეს თანამონაწილეობა არ არის მკვლელობაში?“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...