მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • "ბომბზე ვზივართ და ყოველ წუთს საშინელებას ველოდებით" - პატარა ნიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

    loading...

    ნია კოხრეიძის ოპერაციისთვის საჭირო თანხების მოძიებას ოჯახი სხვადასხვა გზებით რამდენიმე თვეა ცდილობს, გოგონა ხერხემლის თიაქრით დაიბადა და დაბადებისთანავე ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც მისი დაინვალიდება გამოიწვია. თავში ჩადგმული შუნტი მალევე მწყობრიდან გამოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ნიას პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ აქვს, ნიას სასწრაფოდ ორი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საზღვარგარეთ უნდა ჩაუტარდეს. კლინიკასთან მოლაპარაკებების საფუძველზე, ფონდმა „დედის ხელებმა“ მოახერხა, რომ ოპერაციები მიზერულ თანხად ჩატარებულიყო, მაგრამ საჭირო 6000$ შეგროვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, გოგონას მხოლოდ 2000$ აკლია, „როგორც ჩანს ხალხი დაიღალა ამდენი დახმარების მთხოვნელი ადამიანებით და ამიტომ გაჭიანურდა რამდენიმე თვე ნიაკოსთვის ამ თანხის შეგროვება“ გვითხრა დიდი გულისტკივილით ნიაკოს დედამ, ირმა კოხრეიძემ... ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა დაფინანსების თხოვნით, შეაგროვეს ყვცელა საჭირო საბუთი, მერიის დახმარებით გაიკეთეს ექსპერტის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო კვლევა, მაგრამ სამწუხაროდ ხელახლა ვიზიტზე მისასვლელად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული ექიმი-ექსპერტი მათ ტელეფონს არ პასუხობს უკვე ათი დღეა და შესაბამისად დასკვნის მოპოვება და სამინისტროში განსახილველად ჩაბარება ვერ ხერხდება. როგორც ირმა კოხრეიძე ამბობს, „ყველა ექიმს ჯანდაცვის სამინისტროდან მკაცრი გაფრთხილება აქვს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის საჭირო ცნობა და დასკვნა არ გასცენ, ალბათ ამის გამო არ მპასუხობს ექიმი, მაგრამ ეს დაგვიანება ჩემი შვილის სიცოცხლეს ძალიან დიდ საფრთხეში აგდებს, რადგანან პირველი ვიზიტისას თავად მითხრა, რომ ბომბზე ვზივართ და ყოველ წუთს საშინელებას უნდა ველოდეთო და ახლა კი მასთან დასკვნაზე მისვლის საშუალებას არ მაძლევს.... ამიტომ იძულებული ვარ, ისევ ხალხს მივმართო, მათ ვეღარ დაველოდები, აღარავისი იმედი აღარ მაქვს ხალხის გარდა, როგორმე იქნებ ეს დარჩენილი 2000$ შეგროვებაში დამეხმარონ ისევ კეთილი ადამიანები, რომ გადავარჩინო ჩემი გოგონა... „

    ნიას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდ „დედის ხელების“ ანგარიშზე:

    1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400

    2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015

    3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001

    საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

    ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდა, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“

    გადარიცხვა შეგიძლიათ ბარათით, სახლიდან გაუსვლელად ჩვენი საიტიდან

    www.mothershandscare.com

    დანიშნულებაში მიუთითეთ ნია კოხრეიძე

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...