მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულთაგან ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

    loading...

    წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულთაგან ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

    ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. კლინიკაში მიყვანისთანავე მას გულის ასამუშავებელი პროცედურები ჩაუტარდა თუმცა, უშედეგოდ.

    შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, რომლის დროსაც 19 ადამიანი დაშავდა. ტრაილერი თბილისი-ქსანის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა. მიკროავტობუსმა კი, ჯებირი გაანგრია, რომლის ნაწილები იქვე მდგომ მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

    ერთ-ერთი ვერსიით, ტრაილერის მძღოლს საბურავი გაუსკდა, რის გამოც მან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. მეორე ვერსიით კი, ტრაილერის მძროლს ჩაეძინა.

    შემთხვევის შედეგად 2 საათის განმავლობაში ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდული იყო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...