მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • "იქს ფაქტორზე“ აღარ ვსაუბრობთ" - მაკა ზამბახიძის პირველი კომენტარი ქალიშვილის "იქს ფაქტორიდან" გაგდების შემდეგ

    loading...


    იქს ფაქტორი“ გარდამტეხ ფაზაში გადადის, კონკურსი სულ უფრო დაძაბული ხდება. პროექტში მოსახვედრად ერთმანეთს უამრავი ნიჭიერი ვოკალისტი ძლიერ კონკურენციას უწევს. მათ შორის გასულ კვირას, "იქს ფაქტორის" კასტინგზე გამოსული მომღერალი მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე ჩიტაძეც იყო, მისმა სიმღერამ ჟიურიც მოხიბლა და მაყურებელიც, თუმცა როგორც ირკვევა ,,სკამების ტურზე” ის პროექტს გამოეთიშა.

     

     


    დღეს სწორედ ,,სკამების ტურში“, კატეგორია,, შემსრულებლები 16 წლამდე“ წარსდგებიან, მათი მენტორი ნანიკო ხაზარაძეა, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე სალომეს შესრულება იმდენად მოუწონა, რომ აღნიშნა ,,დღეიდან მაკა არის ,,სალომეს დედა“. სტეფანემ კი დაამატა ,,შენ არ გავდი არც ადელს, არც დედას, შენ იყავი შენ“ . სალომე ჩიტაძე არამხოლოდ მომღრალი, არამედ კომპოზიტორიცაა, მას არაერთი სიმღერა აქვს დაწერილი, რომელზეც დედასთან ერთად კლიპიც გადაუღია, ის ტექსტიც ავტორიც თავად არის.

     

     

     


    შეგახსენებთ, რომ სალომე წარმატებული ქართველი მომღერლის - მაკა ზამბახიძის შვილია; მაკას კი კონკურსში მონაწილეობის მიღების უდიდესი გამოცდილება და ამასთან ერთად უზარმაზარი გამარჯვება მოპოვებული აქვს.


    OK! მას ესაუბრა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

     


     



    ,,მეორე ტურში არა დარბაზში, არამედ გულშემატკივართა ოთახში ვიყავი, სადაც სამწუხაროდ სიმღერის ხმა თითქმის არ ისმოდა, ამიტომ ეთერში მის გამოსვლამდე შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ზოგადად ვიტყვი, რომ სალომეს დიდი პოტენციალი აქვს; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 17 წლის არის და მრავალმხრივ სჭირდება გაზრდა, ისე როგორც ყველა მომღერალს.“

     


     


    ,,10 კონკურსანტს შორის სალომე ბოლოს წინა, მე-9 გამომსვლელი იყო. ათივე შემსრულებელი ძალიან ძლიერი იყო, თუმცა ჩემი დაკვირვებით, ვოკალურად ყველაზე გამართული მონაწილეები ბოლო ნაწილში გამოჩნდნენ. ვფიქრობ, სალომესთვის ეს საკმაოდ დამთრგუნველი იყო. მომღერლისთვის განწყობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ემოციურმა ფონმა შესაძლოა მის შესრულებას მუხტი დააკლო და ჟიურის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.“

     

     

     


    ,,სალომეს ენერგეტიკა დააკლდა და გაფანტული იყო. თუმცა, მის ნამღერს მაღალი დონე არ დაუკარგავს, მიხარია, რომ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ჩემ

    თვის ძალიან დასაფასებელმა მუსიკოსმა, ის შესანიშნავად შეაფასა“.

     





    ,,იმდენად ვნერვიულობდი, რომ არავისთვის მითქვამს გამომყოლოდა, საგულშემატკივროდ მხოლოდ ოჯახის წევრები და სალომეს მეგობრები ვიყავით.“

     

     



    ,,რასაკვირველია, სალომეს გული დაწყდა, ამიტომ ,,იქს ფაქტორზე“ აღარ ვსაუბრობთ! რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა შიდა წრეში კიდევ დიდხანს დარჩენილიყო, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ამ ემოციებს მოერიოს. ამიტომ ყველაფერი უკვე წარსულს ჩააბარა. თუმცა, დადებითად არის განწყობილი, მან დიდი გამოცდილება და ბევრი მეგობარი შეიძინა“.

     


     



    ,,აღარ მინდა, რომ რომელიმე პროექტში ისევ გავიდეს, ვფიქრობ, მეტი დრო სიმღერების წერას უნდა დაუთმოს, ვიდრე კონკურსებში ქავერების სიმღერას. იურმალაზე ჩემი გამარჯვების მიუხედავად, კონკურსში მონაწილეობის მიღებას მეც აღარ ვისურვებდი. ფილარმონიის დიდ სცენაზე ყოველ ორშაბათს სიმღერა დიდი ფუფუნებაა, თუმცა კონკურსის პირობები საკმაოდ დიდ სტრესს უკავშირდება. არც მე და არც სალომე ჩვენ კარიერაში წინასწარ თითქმის არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ შესაძლებელია, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მონაწილეობა რომელიმე კონკურსში მაინც მიიღოს, ეს მის სურვილზეა დამოკიდებული. ამე ეტაპზე კი სატელევიზიო შოუების მხრივ მგონია, რომ სალომემ თავი ამოწურა “.

     


     


    როგორც მაკა ამბობს, სალომეს მენტორსა და მათ შორის პროექტის დატოვების შემდეგ შეხვედრა ან რაიმე სახის კონაქტი არ შემდგარა. მომღერალი აღნიშნავს, რომ არ თვლის, საბოდიშო რაიმე მოხდა. ,, არც მინდოდა, ვინმეს სცოდნოდა, რომ სალომე ჩემი შვილია, მაგრამ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ასეთი ინფორმაცია ადამიანს თავისთავად არტყამს კონკრეტულ იარლიყს“.

     
    მაკა ზამბახიძე ,,იქს ფაქტორის“ შოუს დღეს აუცილებლად უყურებს, მან ისიც გაგვიმხილა, რომ მისი ფავორიტი სწორედ სალომეს ,,კატეგორიის“ წევრია, ის - ლიკუნა თუთისანია.

     
    დღეს მეგაშოუს მორიგი გრანდიოზული კონკურსი გაიმართება, ,,სკამების ტური“ ეთერში პირველად გავა, მაყურებელს კი დღეს საღამოს, ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, 23:00 საათზე საკუთარი ფავორიტის არჩევის საშუალება ექნება.

    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...