მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ზუზუ დაქორწინდა – „ხელი რომ მოვაწერეთ ცოტა „ჩარტყმული“ ვიყავი“ - exclusive

    loading...

    თავად ხუმრობს, რომ ორმოცი წელი ელოდა და გაცნობიდან ოთხ დღეში გადაწყვიტა ცოლის მოყვანა. მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული თამარ ორაგველიძეა. ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნეს, წვეულებაზე. მერე იყო რამდენიმე რომანტიკული დღე და პირდაპირ იუსტიციის სახლი. მეჯვარეებიც მარტივად მოძებნეს. ახლა წყვილს ცალ-ცალკე უწევთ ცხოვრება, რადგან პატარძალი თურქეთში დაბრუნდა, სადაც სამსახური ელოდა.

    – ზუზუ, მოგვიყევი თქვენი სიყვარულის ისტორია...

    – თამარი სტამბულში ცხოვრობს. ცოტა ხნით იყო საქართველოში ჩამოსული და ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდით ერთმანეთს. საერთოდ, ძალიან სპონტანური ვარ. ხელი რომ მოვაწერეთ, ეს ხომ არ არის მარტო. მანამდეც მქონია 2-3-წლიანი ურთიერთობები. მერე მთავრდება, იცვითება. ჰოდა, სანამ მანდამდე მივიდოდით, მოვასწარით (იცინის). კარგად ვგრძნობთ ერთად თავს და გადავწყვიტეთ, ხელი მოგვეწერა.

    – რით მიიქცია შენი ყურადღება?

    – პირველ რიგში იმით, რომ ძალიან კარგი იუმორი აქვს, კარგი ხედვა, ზუსტად იცინის ადამიანზე, სწორი გაგებით. სწორად გამიცნო. მე ყველას არ ვუყვარვარ, მე ხომ ქალივით მოვლა მჭირდება. ნახევრად იუმორში ვთქვით, ხელი მოვაწეროთო და მომეწონა. 

    – ფხიზელი ხომ იყავი?

    – როცა გადავწყვიტე, კი, მაგრამ ხელი რომ მოვაწერეთ, ცოტა „ჩარტყმული“ ვიყავი (იცინის). მეჯვარეებიც უცებ ვიპოვეთ და გავიქეცით იუსტიციის სახლში. ავიღეთ იქაურობა, ყველა ჩვენ გვიყურებდა და იცინოდა. ერთი კვირა ვიყავით ერთად ხელის მოწერიდან და წავიდა. 

    – ანუ რომ გაიღვიძე, ეს რა ვქენიო, არ გითქვამს? 

    – არა, ასეთი „ჩარტყმულიც“ არ ვიყავი. თან თამარზე ამას როგორ ვიტყოდი?!  

    – როგორია შენი თამარი, გვიამბე...

    – აი, მაგას რომ არ იტყვი, ისეთია. არც ძალიან ჩიხტიკოპია და არც ტუჩებს რომ ვეღარ ამოძრავებენ ბოტოქსისგან, ისეთი. ვგავართ რაღაცებით ერთმანეთს. ჩხუბიც მოვასწარით და შერიგებაც. 

    – თავად რას ამბობს, რით შეაყვარე თავი?

    – დღეს მითხრა, როგორ მიშლი ნერვებს და მაინც როგორ მიყვარხარო. ეს სიტყვა გაიცვითა რაღაცნაირად... უამრავი სიყვარულის ისტორია მქონია. მიყვარდა, ვუყვარდი, მიმატოვეს, მივატოვე. ვიღაც რომ მიდის ჩემგან, ვერ ვბრაზდები, იმიტომ რომ მეც წამოვსულვარ ვიღაცისგან. 

    – ამის გამო დეპრესია გქონია?

    – ადრე კი. ახლა მეზარება. ღმერთმა ერთი სიცოცხლე მოგვცა და ამეებზე დრო არ უნდა დავკარგოთ.

    – რისი ატანა მოუწევს შენს მეუღლეს, რა არის შენს ხასიათში რთული?

    – არ ვიცი, მე საკუთარ თავს არ ვიცნობ. სხვა როგორ მიცნობს, არ ვიცი. მომთხოვნი არ ვარ. ეს ასე უნდა იყოს, ეს ასე უნდა გაკეთდეს და მსგავსი მოთხოვნები არ მაქვს. თავად ვინ ვარ, რომ მოთხოვნები მქონდეს. უბრალოდ, ერთი რამ ექნება გასათვალისწინებელი, მე ყოველდღე 3-4 საათით მარტო უნდა დავრჩე, ვიფიქრო, ვიკითხო, ინფორმაცია მივიღო. 

    – გათხოვილი არ ყოფილა?

    – არც ის და არც მე (იცინის). იმდენად სპონტანურად ვქენით ყველაფერი, დედაჩემს დღესაც არ სჯერა, რომ ცოლი მყავს. (სიგარეტს მოუკიდა. – ავტ.) უკაცრავად, ქალბატონო გუგული (იცინის)... როგორ მინდა, სახლში მივიდე მასთან და ბევრი ველაპარაკო, ოღონდ სიგარეტი უნდა მომაწევინოს. ისე, მეც მაქვს პრეტენზია ქალბატონ გუგულისთან, ის ქურქები რომ აცვია. მე ცხოველები მიყვარს. საშინელი სანახავია, როგორ ატყავებენ... თან მოდაშიც აღარ არის, ქალბატონო გუგული.

    – ზუზუ, შემოქმედებითი პაუზები როგორ მოქმედებს შენზე?

    – ცუდად, მაგრამ არიქა გადამიღეთ-თქო, არავისთვის დამიძალებია. ნუ გადამიღებთ, ბატონო, მაგრამ თუ გინდათ, ნახოთ, როგორ უნდა ნორმალურად თამაში, გადამიღეთ.

    – ახლახან ერეკლე ბადურაშვილმა გადაგიღოთ თურქულ-ქართულ ფილმში, სადაც მისი ქალიშვილი, ნინიც თამაშობს...

    – ძალიან საინტერესო ეპიზოდი მაქვს ამ ფილმში, 60-იანი წლების „კაგებეშნიკს“ ვთამაშობ. რასაც ჰქვია, ვიკაიფე ამ როლით.

    – მორიდებული ლოთი ითამაშე შარშან რეზო ესაძის ახალ ფილმში, რომელიც ჯერ ფართო აუდიტორიას არ უნახავს.

    – ეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ფილმია ჩემთვის. „როგორც ერთი დღე“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მაქვს ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდური როლი... თუ იმის გამო მიწუნებს რომელიმე რეჟისორი, რომ სადღაც გადაცემაში ვიცანცარე, არ მინდა, დამივიწყოს ყველამ. ვერც ერთი რეჟისორი ვერ იტყვის, რომ ზუზუმ საქმე გაუფუჭა. ლოთია ზუზუ თუ ნარკომანი, ეგ არავინ იცის. კლუბში გასართობად რომ მიდის, ყველა სვამს. ხომ ხედავ, ცივ ყავას გეახლებით ნაყინით. აბა, კლუბში ხომ არ მოვქსოვ. კიდევ რა მაგიჟებს, იცი? ვსხედვართ რესტორანში, მოდიან ჩემთან გადამთვრალი ტიპები და მეკითხებიან, შენ კიდევ სვამო. თუ მხოლოდ ესაა ჩემი ნაკლი რომელიმე რეჟისორისთვის, ეს ჩემთვის კომპლიმენტია. მე გადაღებაზე მთვრალი არავის ვუნახივარ. ნარკოტიკზე ლაპარაკიც ზედმეტია. მეგოიმება არაფხიზელი მდგომარეობა. 

    – სად აპირებთ ცხოვრებას შენ და შენი მეუღლე?

    – კანადაში უნდა ძალიან წასვლა თამარას. აუცილებლად წავყვები. დიდხანს ვერ გავჩერდები. ვერცერთ სხვა ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ, ასე მგონია.

    – გადაცემა ახსენე წეღან და ხატია წერეთელთან შენ ცეკვას ჯაჯანიძის შოუში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მართლაც...

    – რა მექნა, ყოველთვის ინტუიციურად ვიქცევი. ახლა ხომ არ ვცეკვავ. იმ მომენტში იმ სიმღერას ის ცეკვა მოუხდა. სერიოზულად რანაირად უნდა მეცეკვა. შოუა რაა. გავერთე, ვიგრძენი, რა მოუხდებოდა იმ გადაცემას. თუ გადაცემაში დაგიძახეს, გაუსწორე, თუ არა და დაჯექი და მორალი იკითხე.

    – სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი. შემოთავაზება არის რომელიმე რეჟისორისგან?

    – არის საინტერესო შემოთავაზება უცხოური პროექტიდან, მაგრამ ეს ზამთარში დაიწყება. მანამდე რა ვაკეთო? არასდროს არ მბეზრდება გადასაღებ მოედანზე ყოფნა, არ ვიღლები, არ ვწუწუნებ, არ მშია, არ მწყურია... მე მივხვდი, მინდა ჩემი რეჟისორი მყავდეს.

    – მასეთი არ არსებობს.

    – როგორ არა, ყველას ჰყავს, მსოფლიოში აპრობირებულია. დიკაპრიოს ჰყავს თავისი საავტორო რეჟისორი. კი არ ვედრები, მაგრამ მინდა, მუშაობა მინდა. 

    – რომელ ქართველ რეჟისორს აიყვანდი, ასე რომ იყოს?

    – მათ რამდენად უნდათ, არ ვიცი, მაგრამ რეზო ესაძე და თემურ ჩხეიძე. ამ ორ ადამიანთან მუშაობაზე ვგიჟდები. თემურ ჩხეიძესთან 4 წელი ვიმუშავე. რეზო ესაძესთან, როგორც ზემოთ გითხარით, შარშან მქონდა გადაღებები. 10 დღე მომიწია მასთან მუშაობა და სრული კაიფი იყო.

    – ქალივით მოვლა მინდაო, მითხარი. თავად როგორ უვლიდი პატარძალს, ფაქტობრივად, ერთი კვირა გყავდა სახლში, სანამ წავიდოდა...

    – არაფერს არ ვუვლიდი. არ ვარ ეგეთი ტიპი. წავედი, შევფუთე და ვაჩუქე, ჩემი სტილი არაა. ყვავილების ხელში ჭერაც არ ვიცი. არ მიხდება. დედაჩემს უყვარს ძალიან და როცა მიმაქვს, ცოცხივით მიჭირავს ხოლმე ხელში (იცინის). 

    – ცალ-ცალკე რომ ცხოვრობთ, ეს კარგია თუ ცუდი?

    – ცუდი არაა. ახლა მე წავალ... 1-ში დაბადების დღე მაქვს და ან მე წავალ ან თამარა ჩამოვა ჩემთან. 

    – დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ბედნიერებას გისურვებთ.




    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...