მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • რა მოხდა "იქს ფაქტორში" - ვინ და რატომ დაატოვებინა პროექტი მაკა ზამბახიძის შვილს - შოუ-ბიზნესში ახალი სკანდალი დაიწყო

    loading...
    "იქს ფაქტორის" შოუ სულ უფრო აზარტში შედის. შესაბამისად, კონკურსი უფრო დაძაბული ხდება. პროექტში მოსახვედრად ერთმანეთს უამრავი ნიჭიერი ადამიანი უწევს კონკურენციას. გასულ კვირას, "იქს ფაქტორის" კასტინგზე მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილმა, სალომე ჩიტაძემ მიიღო მონაწილეობა. მისმა სიმღერამ ჟიურიც მოხიბლა და მაყურებელიც. 

    პროექტის შესარჩევი კასტინგები ჯერჯერობით არ დასრულებულა, უცნობია, საბოლოოდ ვინ მოხვდება იმ საუკეთესო მონაწილეებს შორის, რომლებიც წლევანდელი "იქს ფაქტორის" გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

    "რეიტინგისთვის" კულუარულად გახდა 
    ცნობილი, რომ გუშინ სკამების ტურის ჩაწერა იყო. ჩვენი წყაროს ცნობით, სკამების ტური მაკა ზამბახიძის ქალიშვილმა წარმატებით ვერ გადალახა. ის პროექტში ნანიკოს გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ნანიკო მკაცრი ჟიურია. 

    ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნანიკოს გადაწყვეტილებამ მაკა ზამბახიძე ძალიან გააღიზიანა, ის ფილარმონიაში შესამჩნევად ცუდ ხასიათზე იყო და ჟიურის სკანდალური წევრის გადაწყვეტილების შემდეგ, ფილარმონია განაწყენებულმა დატოვა.

    ინფორმაციის გადამოწმება მაკა ზამბახიძესთან ვცადეთ, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება ნანიკოს, მან განაცხადა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე მანამდე ვერ ისაუბრებს, სანამ გადაცემა ეთერში არ გავა. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...