მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • თიკო წერეთელი: „80% მირჩევს, საჯდომი დავიპატარაო“ ( + ფოტოები )

    loading...

    სხეულის ფორმების გამო ყურადღების ცენტრში ხშირად არის 23 წლის ფიტნესინსტრუქტორი თიკო წერეთელი. მან აქტიურად ვარჯიში 20 წლის ასაკში დაიწყო და როგორ მიაღწია სასურველ შედეგს, ამის შესახებ Funtime-ს უყვება.

    - ვარჯიშით 18 წლის ასაკში დავინტერესდი. ძალიან გამხდარი ვიყავი და ვიცოდი, რომ ფიზიკური აქტივობა სხეულის ფორმებს შემიცვლიდა, თუმცა ამისთვის დრო არასდროს მქონდა, რადგან ერთ-ერთ სატრენაჟორო დარბაზში ადმინისტრატორად ვმუშაობდი. 20 წლის ასაკში ვარჯიშს სერიოზულად მივუდექი და კვირაში მხოლოდ ერთი დღე ვისვენებდი. ორ წელიწადში აერობიკის ტრენერად დავიწყე მუშაობა. შემდეგ კი დარბაზში ფიტნესინსტრუქტორადაც ვმუშაობდი.

    - სხეულის ფორმებში ცვლილებები ვარჯიშის დაწყებიდან რამდენ ხანში იგრძენით?
    - 5 თვეში იმდენი ვიშრომე, შედეგმა არ დააყოვნა. ვარჯიშის დაწყებამდე ისეთი ფორმები მქონდა, რამე თუ მეშველებოდა, არც მეგონა. ხერხემლის სერიოზული პრობლემა მქონდა, ზურგს გრძელი თმით ვფარავდი. სხეულზე კუნთი რომ დამეტყო, ძალიან გამიხარდა! ვარჯიში რომ დავიწყე 48 კილოგრამი ვიყავი. ცოტა შედეგი რომ ვიგრძენი, 53 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა კი 64 კილო ვარ.

    - როგორია თქვენი ყოველდღიური რეჟიმი?
    - ვცდილობ, ყოველდღე ვივარჯიშო, თუმცა სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ. კვირაში 4 დღე მაინც ვვარჯიშობ. ვცდილობ, ზედმეტად მძიმე წონით დავიტვირთო. საჯდომის ვარჯიშს, ქალისთვის მაქსიმალური წონით, 135-კილოგრამიანი შტანგით ვაკეთებ. „ხიდი“ 200-კილოგრამიანი შტანგითაც გამიკეთებია.



    - არ ფიქრობთ, რომ სხეულის ასეთი დატვირთვა ქალურობას დაგაკარგვინებთ?
    - არა, პირიქით! ბოდიბილდერი გოგოები მომწონს, თუმცა ჩემი მიზანი ეს არ არის და ამ მიმართულებით არც ვვარჯიშობ. ვფიქრობ, რომ ქალს ზომიერი კუნთი ძალიან უხდება.

    - ახლა ყველაზე მეტად თქვენი სხეულის რა ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას?
    - ოჯახშიც, დარბაზშიც და მეგობრებიც მეუბნებიან, რომ საჯდომის ზომა გადამეტებულად მაქვს გაზრდილი. იმასაც მეუბნებიან, სიმახინჯეში გადაგდისო. 80% მირჩევს, საჯდომი ცოტა უნდა დავიპატარაო.

    - თავად კმაყოფილი ხართ საკუთარი წონითა და სხეულის ფორმებით?
    - კი, ძალიან! გეგმაში მაქვს, რომ საჯდომის კუნთი კიდევ უფრო გავზარდო! ნებისმიერ სამოსს ხომ ვიხდენ, მაგრამ ტანზე გამოყვანილ კაბასა და ელასტიკებში საკუთარი თავი ძალიან მომწონს!

    - ალბათ, ელასტიკებში გამოწყობილს თქვენს სხეულზე ბევრი კომენტარი გესმით?
    - მნიშვნელობა არ აქვს, როგორ სამოსში ვარ, ქუჩაში მშვიდად გავლის საშუალება არ მაქვს. ამხელა საჯდომს ვერსად დავმალავ, მაგრამ, როცა ელასტიკი მაცვია, ვცდილობ, წელზე მაისური შემოვიკრა. სადაც არ უნდა შევიდე, გოგოებმა აუცილებლად ცინიკურად უნდა შემომხედონ, თითი ჩემი საჯდომისკენ გამოიშვირონ და ჩემს გასაგონად თქვან, ამას უეჭველად სილიკონის ტრუსი აცვიაო. ასეთებს ყურადღებას არასდროს ვაქცევ.

    - შეყვარებული თუ გყავთ?
    - შეყვარებული არ ვარ, რადგან ამ ეტაპზე, მინდა მხოლოდ კარიერას მივხედო.

    - თქვენს რჩეულს, ალბათ, სხეულის დახვეწილი ფორმები უნდა ჰქონდეს...
    - მომწონს ბიჭი, რომელსაც ზედმეტი კუნთი არ აქვს და, უბრალოდ, სხეულის ლამაზი ფორმებით გამოირჩევა.




    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...