მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • წლინახევრის ბავშვი, რომელსაც ვაშლის ნაჭერი გადასცდა, უგონო მდგომარეობაშია

    loading...
    სამწუხაროდ, არც ისე იშვიათად ბავშვი სხვადასხვა სახიფათი სიტუაციაში ვარდება. მშობელი ყოველთვის ვერ ახერხებს მის დაცვას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, განსაკუთრებით პატარა ასაკში, გადაცდენაა. ბავშვები ხანდახან უცხო სხეულებს ყლაპავენ, ხან კი საკვების ლუკმა გადასცდებათ ხოლმე. იშვიათად, მაგრამ მაინც ასეთი შემთხვევები ზოგჯერ ფატალურად სრულდება.
    სულ ახლახან დაახლოებით წლინახევრის ასაკის ბავშვს ვაშლის ნაჭერი გადასცდა. როგორც ირკვევა, პატარა ზუგდიდან თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს და დღემდე ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
    ჰოსპიტლის ადმინიტრაციის ინფორმაციით, ბავშვი კომატოზურ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.
    გადაცდენის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და მეტ-ნაკლები გართულებებით მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში იყო შემთხვევა,
    როდესაც 2 წლის ბავშვი თხილის გადაცდენის მიზეზით დაიღუპა.  
    ზოგჯერ ბავშვს არც ეტყობა, რომ რამე აქვს ყელში გაჩხერილი, მშობელი ვერაფერს ამჩნევს და დაგვიანებული მიმართვის
    გამო შემთხვევები ზოგჯერ სავალალოდ მთავრდება.

    დააკვირდით ამ კლინიკურ ნიშნებს, რაც უცხო სხეულის გადაყლაპვაზე მიუთითებს:
    • ყლაპვის გაძნელება! იღებს მხოლოდ სითხეს მაგრამ ვერ ჭამს პურს, ვაშლს და ა. შ.
    • აქვს ნერწყვისდენა... ბავშვს რომ გუშინ და გუშინწინ ნერწყვისდენა არ ჰქონია და ახლა დაეწყო, რაღაც საეჭვო საქციელის შემდეგ, უნდა დაფიქრდეს, ბავშვს ხომ არაფერი აქვს გადაყლაპული.
    • ბავშვის უაზრო ჭირვეულობა…
    ამ დროს უნდა მიმართოს მშობელმა პედიატრს ან ბავშვთა ქირურგს. რასაკვირველია, უკეთესია ბავშვთა ქირურგი… ოჯახის ექიმიც ვერ იქნება ამ შემთხვევაში კომპეტენტური.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...