მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • რუხში მამამ შვილი ცეცხლმოკიდებულ მანქანას მოაშორა, თვითონ კი დაიწვა

    loading...
    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტომანქანა დაიწვა.

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. Opel-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე გამავალ ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. ავტომობილში 50 წლამდე მამაკაცი შვილთან ერთად იმყოფებოდა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა, მანამდე კი შვილს მანქანიდან გადასვლაში დაეხმარა.

    "დავინახე მანქანა გზიდან როგორ გადავიდა და გაზის მილს შეეჯახა, ალბათ მწყობრიდან გამოვიდა. მანქანას მემგონი 50 წლამდე კაცი მართავდა, მასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომელსაც მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა, თვითონ ვერ მოასწრო გადმოსვლა და დაიწვა. სასწრაფო როგორცკი მოვიდა ის ბიჭი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილვევლი.

    როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მწყობრიდან გამოსვლას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...