მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად "კროტის" ბურთულა შეჭამა - უბედური შემთხვევა ფოთში

    loading...
    ფოთში არასრულწლოვანმა ქიმიური საწმენდი ნივთიერება "კროტი" შეჭამა. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
    არასრულწლოვანი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით მიიყვანეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

    ...არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.

    "არ ვიცი ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამყიდველს. ბავშვს ნივთიერება არ გადაუყლაპავს, პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ. ენა დანით ათლილივით აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მოზარდის მეზობელმა.

    მაღაზიაში ამბობენ, რომ
    შეცდომა როგორც გამყიდველის, ისე ბებიის ბრალიცაა.

    „ეს ადამიანური შეცდომაა, რომელიც გამყიდველს მოუვიდა, მაგრამ ბებიაც არ დააკვირდა, რას ყიდულობდა“, – აცხადებენ კომპანიაში.

    მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
    "კროტი" ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებაა, რომელსაც ჩამჯდარი ჭუჭყის, ძირითადად კი საკანალიზაციო მილების გასაწმენდად იყენებენскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...