მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ვინ არიან ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულები და რა აკავშირებთ შსს-ს თანამშრომელთან?

    loading...

    ნინო გეგელაშვილი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა სამალავებში ნარკოტიკს ინახავდა

    7 მაისს შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა. 
    სპეციალურ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გაშიფრულია ინტრნეტით ნარკოტიკის რეალიზაციის სქემა. 

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ:

    ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით", - ვკითხულობთ შსს-ს განცახდებაში    ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, დაკავებულია ახალგაზრდა წყვილი -  27 წლის  ნინო გეგელაშვილი და  24 წლის გიორგი გოგებაშვილი, რომლებიც არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან. 
    შსს-ს მტკიცებით, ნარკოტიკის შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდბოდნენ. ფულის გადახდის შემდეგ კი ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა საცხოვრებლის სახლების სადარბაზოებში მალავდნენ. სამართალდდამცავთა თქმით, ნინო გეგელაშვილი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა სამალავებში ნარკოტიკს ინახავდა. 

    დღის ბოლოს გაირკვა ისიც, რომ გიორგი გოგებაშვილის ძმა, იაკობ გოგებაშვილი შსს-ს თანამშრომელია, რაც სამართალდამცავებმაც დაადასტურეს. ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...