მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • გარდაცვლილი გოგონას დედა – ტელეფონზე იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო

    loading...
    “ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვემიწაშიაო”, – ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა “აიპრესთან” ტრაგედიის დღესდეტალურად იხსენებს.“მე და ჩემი შვილი დაახლოებით 4 საათისთვის დავშორდით ერთმანეთს. ის ბავშვების წამოსაყვანად უნდაწასულიყო ბაღში, მე კი ვაშლიჯვარში გამგზავნეს განცხადების დასაწერად. იქიდან რომ მოვდიოდი, დავურეკე,გული ცუდს მიგრძნობდა, დილით კარი ვერ დავკეტეთ, ეტყობა წინა საღამოს მოვიდა ვეფხვო და გარედან გააფუჭასპეციალურად.თაკოს რომ ველაპარაკე მითხრა, ახლა უნდა ავიდე სახლშიო…ექვსი საათი ხდებოდა, მერე კიდევ დავურეკე, უნდამეთქვა დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ აღარ მიპასუხა. ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოსმკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი მაშინვე არმიგრძვნია ბენზინის სუნი, ყველგან სისხლის გუბეები იდგა, ჩემი შვილის სისხლის სუნი იყო ყველგან. მერეგაიხსენეს ბავშვებმა სახლში, რომ შევედით ვეფხვო ძია წამალს ასხამდა ბოთლიდანო, დედამ კარებთან მისვლამოახერხა, მაგრამ თმით მოქაჩა უკან და გარეთ არ გაუშვა ვინმესთვის რომ მოესწრო დაძახებაო. ამ არაკაცმაბავშვები საკუთარი დედის სისხლში ამომისვარა”, – განაცხადა “აიპრესთან” გარდაცვლილის დედამ, ნათია გობაძემ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...