მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • “ცუდად მექცეოდნენ, ჩემნაირი რძალი მათთვის ზედმეტი იყო” – ეკა ყურშიტაშვილი პირველ ქორწინებაზე

    loading...

    მისი სახელი სკანდალებს უკავშირდება. ცნობილი წლების წინ პატრულთან შელაპარაკების შედეგად გახდა და საზოგადოების ინტერესიც გამოიწვია. ამის შემდეგ, მისი ყველა ფრაზა თუ ინტერვიუ განხილავადი ხდება. გოგონა, რომელიც „სელებრითი“ არა არის, პოპულარობას დღემდე არ კარგავს. როგორც თავად ამბობს, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა არ უყვარს და უპირატესობას სახლში ყოფნას ანიჭებს. ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ეკა ყურშიტაშვილია. „დრონი.ჯი“ეკას პირველ ქორწინებასა და ახლანდელ სიყვარულზე ესაუბრა:

    ასაკი 26 წლის.

    განათლება საშუალო, ისე ბევრი კურსი და კერძო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული.

    ჰობი მარტო ყოფნა.

    საყვარელი საჭმელი სუში, თევზი.

    საყვარელი სასმელი - ყავა და წითელი ღვინო.

    როგორი გართობა მოგწონს - წყნარი, მშვიდი, მეგობრების წრეში. ოღონდ კლუბებში და ბარებში გართობა არ მიყვარს. უფრო პიკნიკები მირჩევნია. ხალხმრავლობა არ მიყვარს.

    როგორ რეაგირებ რომ გცნობენ - შევეჩვიე. ხანდახან ისეთ სიტუაციაში ვხვდები ყველა რომ მიყურებს. რა მაცვია, რა მანიკური მისვია. მე ძირითადად სახლის ფორმით დავდივარ, არ ვუყურებ ჩაცმას და რომ მაშტერდებიან მრცხვენია.

    რომელი კერძის მომზადება შეგიძლია გურმანი ადამიანი ვარ და ყველაფრის გაკეთება შემიძლია.

    ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი ერთგული, კეთილი, შრომისმოყვარე. ყოჩაღი გოგო ვარ, სახლის დალაგების გარდა ყველაფერი მიყვარს.

    ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს ქართული ყველა ტრადიცია მომწონს და პატივს ვცემ. რაც არ მომწონს, ის არის რომ რაიონებში და სოფლებში ყველა მოკლე კაბიან და ქმარ გაშორებულ გოგოს ცუდი ყოფაქცევის ქალად მოიხსენიებენ.

    როგორ რეაგირებ ჭორებზე ჩემზე არ ჭორაობენ. კრიტიკას კი შევეჩვიე. ადამიანები, ვინც მაკრიტიკებენ რომ გაუნათლებელიაო, სოფლელიაო, მებრალებიან. კიბატონო, ვიყო სოფლელი, მე მაქვს ჩემი ბიზნესი, მაქვს ყველაფერი რაც შეიძლება ქალს ჭირდებოდეს 26 წლის ასაკში. მე ვცხოვრობ ჩემი შრომით, არავის ლუკმას არ ვჭამ და არავის ხელში არ ვუყურებ. ვიყო მე სოფლელი და იყვნენ ისინი „ფეისბუქ“ მიჯაჭვული ადამიანები. ისაუბრონ რამდენიც უნდათ. ვაკეთებ იმას რაც მინდა, მაქვს ყველაფერი რომ ვიცხოვრო ბედნიერად.

    ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით ახლა ვარ. ამ ეტაპზე კარგად ვგრძნობ თავს.

    გარეგნობაში თუ შეცვლიდი რამეს - ცხვირის ოპერაციას გავიკეთებდი. ოთხჯერ ნაავარიები ვარ დამიმახინჯდა, თუმცა ოპერაციის ძალიან მეშინია

    პირველი კოცნა 18 წლის ასაკში

    ყველაზე ახლო ადამიანები საყვარელი ადამიანი და შვილი.

    ხარ თუ არა შეყვარებული ახლა კი, თუმცა პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ, მერე თვალი მეცემა.

    დაოჯახებას თუ გეგმავ - არა, ერთხელ უკვე დავოჯახდი და ძალიან ვნანობ, თუმცა 7 წლის შვილი მყავს და ამის გამო ვპატიობ ჩემ თავს ამ შეცდომას.

    პირველი ქორწინება - ბავშვობის მეგობრები ვიყავით და აგვისტოს ომის დროს უკრაინაში დავოჯახდით. ეს არის ადმაინი, რომელიც მე ძალიან მეცოდება. სურვილი მაქვს ხოლმე რომ დავეხმარო, თუნდაც მატერიალური კუთხით. არანაირი ურთიერთობა აღარ გავქვს. ცხოვრება ძალიან სამართლიანია. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა ღმერთს. ცუდად მექცეოდა არა მხოლოდ თვითონ, არამედ მისი ოჯახიც. არ იყვნენ ჩემი ღირსები, ჩემნაირი რძალი მათთვის ზედმეტი იყო. როცა წამოვედი და დავშორდით, ყველა მეუბნებოდა სამაგიერო გადაუხადე და დასაჯეო. არაფერი არ გამიკეთებია მისთვის და არც მითქვამს. ვთქვი, რომ ღმერთი გადაუხდის ყველას სამაგიეროსთქო. რამდენიმე წელი რომ გავიდა, ღმერთმა ყველას თავისი მიართვა.

    სიყვარული თუ სექსი რა თქმა უნდა, სიყვარული. მე ჩემ შეყვარებულთან იმდენი თვეა სექსი არ მქონია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველოში არ იმყოფება, ბიზნესი აქვს საკუთარი. ბოლო ათ თვეში სამჯერ მომიწია ნახვა. მეგობრების წრეში გავიცანი, მისმა ძმაკაცებმა გამაცნეს. ზომიერად მკაცრია. ჩაცმის მხრივ არ აქვს პრობლემა, უბრალოდ სადმე თუ მივდივარ და ვინმე დამეკონტაქტება ეს არ სიამოვნებს.

    როგორი მამაკაცები მოგწონს - უნდა იყოს მამაკაცური, მკაცრი, ერთგული და ძალიან სუფთა. ასევე განათლებული, დამოუკიდებელი და ჰქონდეს თავისი შემოსავალი. ჩემი შესანახი არ უნდა იყოს.



    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...