მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • იმკურნალეთ 20$–ად და ჩვენ დაგიბრუნებთ 100$.. :D კვირის საუკეთესო ანეკდოტი

    loading...
    მეგრელი ექიმი ვერ შოულობდა სამსახურს ამერიკის სავადმყოფოებში, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა. მან კლინიკასთან განათავსა შემდეგი სარეკლამო დაფა: – იმკურნალეთ $20–ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100, თუ არ განიკურნებით. სომეხმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში შევდა.
    - შედგა შემდეგი სახის დიალოგი:
    იურისტი: მე გემოს შეგრძნება დავკარგე.
    ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 და პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.
    იურისტი: ფუ! ეს ხომ ნავთია!
    - ექიმი: გილოცავთ, თქვენ გემოს შეგრძნება დაგიბრუნდათ. თქვენზე $20–ია.
    გაღიზიანებულმა იურისტმა გადაიხადა თანხა, მაგრამ დაბრუნდა რამოდენიმე დღის შემდეგ ფულის დასაბრუნებლად.
    იურისტი: მეხსიერება დავკარგე, ვერაფერს ვერ ვიხსენებ.
    ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.
    იურისტი (უკმაყოფილოდ) : ეს ხომ ნავთია. ეგ პირველად რომ მოვედი მაშინ ჩამაწვეთეთ.
    - ექიმი: გილოცავთ, თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია.
    გაცოფებულმა იურისტმა გადაიხადა ფული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაბრუნდა, რათა მოეხერხებინა 100 დოლარის მიღება.
    იურისტი: მე მხედველობა დამიქვეითდა. ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვხედავ.
    ექიმი: სამწუხაროდ ასეთი დაავადების სამკურნალო წამალი არ მაქვს. ინებეთ თქვენი 100 დოლარი.
    - იურისტი (როცა ბანკნოტს დახედა) ეს ხომ 20 დოლარია და არა ასი!
    ექიმი: გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარიაскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...