მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ქართველი მოდელი რომელმაც მოდის კვირეულზე მკერდი გამოაჩინა - „ვისაც ეზიზღები, ჩაცმულიც ეზიზღები და გახდილიც“ - exclusive

    loading...

    14 წლის ასაკში სამოდელო სააგენტო „ამსაში“ მივიდა. მაშინ სოფო ჭყონიამ კეიტ მოსს შეადარა. 2005 წელს პირველად ავიდა პოდიუმზე. მას მერე მისი სახელი და გვარი ლამაზი მოდელების სიაშია. 

    ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძემ Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ზე მიიქცია ყურადღება. თაკო მექვაბიძის თამამ კაბაში ალექსანდრამ ლამაზი მკერდი გამოაჩინა.

    დღეს ალექსანდრა „პრაიმტაიმის“ სტუმარია:

    – ალექსანდრა, 14 წლიდან პოდიუმზე ხარ, ახლა როგორ გახსენდება ის დრო?

    – კარგი დრო იყო, ვერთობოდი, კარგად იხდიდნენ, ფანტასტიკური ანაზღაურება იყო, როცა რაღაც ხდებოდა ამ სფეროში, დღევანდელობისგან განსხვავებით. სხვანაირი ხალისი ჰქონდა თინეიჯერობის დროს ამ ყველაფერს. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს ჰობია და მეტი არაფერი. ამიტომ განათლებას დავუთმე მეტი დრო.

    – რა არის შენი ძირითადი პროფესია?

    – მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა. მაგრამ არასდროს მიმიტოვებია სამოდელო ბიზნესი. საქართველოში რაც კი მასშტაბური ღონისძიება ყოფილა, ყველგან ჩართული ვიყავი. მოდის კვირეულები 2010 წლიდან დაიწყო და არცერთი წელი არ გამომიტოვებია. 

    – რომელ სააგენტოებთან თანამშრომლობდი ამ წლების განმავლობაში?

    – აბსოლუტურად ყველა სააგენტოს მეგობარი ვარ. არცერთ სააგენტოსთან არ მქონია კონტრაქტი, ამიტომ ყოველთვის ხალისით მეძახდა ყველა. მხოლოდ სოფო ჭყონიასთან მქონდა კონტრაქტი ადრე, სანამ საფრანგეთში წავიდოდი. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა გავაუქმე კონტრაქტი.

    – რატომ?

    –  რაღაც არ მოხდა ისე, როგორც მე მინდოდა და ვთქვი, მოდელობა აღარ მინდა-მეთქი. მაგრამ როცა თბილისში ვიყავი, წელიწადში ერთხელ მოდის კვირეულზე გამოვდიოდი. საქართველოში, სამწუხაროდ, ამ პროფესიით ვერ იცხოვრებ. სხვა ალტერნატივაც უნდა გქონდეს. ამით უბრალოდ უნდა გაერთო. ჩემთვის მოდელობა მოტივაციაა, რომ ფორმაში ვიყო, მოდის კვირეულისთვის მოვემზადო, წონაში დავიკლო და ა. შ. 2 თვით ადრე ვიწყებდი მზადებას, წონის კონტროლს, ფორმების ცვლას.

    – ახლაც ასე მოხდა?

    – ახლა იმდენი ხანია აღარ გამოვსულვარ, დაკავებული ვიყავი, ვერც ქასტინგებზე მივიღე მონაწილეობა, ამიტომ მხოლოდ მათ დამიძახეს, ვინც ჩემი მეგობრები არიან. წელსაც ასე მოხდა, ვერ გავედი შესარჩევზე და ვინც მოასწრო ჩემი „დათრევა“, იმათ გამომიყვანეს ჩვენებაზე. მუქი კანის გამო რამდენიმე დიზაინერმა დამიწუნა.

    – მუქი კანის გამო?

    – კი. ანუ ევროპული სტანდარტია, რუჯი არ სჭირდებათ, თუ თეთრი ხარ, ბუნებრივად თეთრი უნდა იყო. 

    – თუმცა, შენი გარუჯული მკერდი ლამაზად იმზირებოდა თაკო მექვაბიძის კაბიდან...

    – ჰო, მე მიყვარს ზომიერი გარუჯვა. 

    – საკმაოდ თამამი კაბა მოირგე. ეს ჩვეულებრივია შენთვის უკვე, თუ მაინც ელოდები ხოლმე კრიტიკას?

    – ჩვეულებრივია უკვე, მგონია, რომ ხალხი უკვე მიეჩვია ჩემგან ასეთ თამამ ნაბიჯებს, შესაბამისად, არ მადარდებს რას იტყვიან სხვები. როცა პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ, პოდიუმზე სითამამე აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ვისაც არ ესმის, ვერც გაიგებს და ვისაც ეზიზღები, ჩაცმულიც ეზიზღები და გახდილიც. 

    – პირად ცხოვრებაში რა სიახლეები გაქვს?

    – ახლა არაფერი საინტერესო. ექვსი წლის ბიჭი მყავს. 

    – ახლა რას საქმიანობ?

    – დაკავებული ვარ თვითგანვითარებით. მიდებ-მოდებული ვარ სხვადასხვა სფეროს. ქართულ პროდუქციას ვუკეთებ პიარს ინსტაგრამზე. ვმუშაობ ერთ-ერთ ფინანსურ კომპანიაში, რომელთან ერთადაც მომიწევს მოგზაურობა ბევრ ქვეყანაში და ეს ძალიან მახარებს.








    скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...